ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“EU-ის გადაწყვეტილება დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ქვეყნის უკუსვლის შედეგია” – ლატვიის საგარეო

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის გადაწყვეტილება დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ქვეყნის უკუსვლის შედეგია.

ლატვია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკურ მონაწილეობას და უცხოურ დაფინანსებას. ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარს კვლავ მტკიცედ ვუჭერთ.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ქვეყნის უკუსვლის შედეგია. ლატვიამ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში მიიღო,” – წერია ლატვიის საგარეოს განცხადებაში. 

ასევე ნახეთ: 

იტვირთბა....