ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ “ოცნებას” შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი” – შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ახალ კანონებსა და კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში საგარეო უწყება წერს, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი.

საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა ეფექტურად შეაფერხებს დამოუკიდებელი ორგანიზაციების ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას, კრიმინალიზაციას გაუკეთებს სამოქალაქო აქტივობებს და ხელს შეუშლის პოლიტიკურ საქმიანობას. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი. შვედეთი კვლავ რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად,” – წერია განცხადებაში. 

იტვირთბა....