არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი – პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ესაა”- იაკლი კობახიძე

“საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი – პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ესაა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ.

„4 წლის წინ ოპოზიციას ჰქონდა იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ჩვენ მაშინ იძულებული გავხდით, გარე ჩარევის გამო შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ. შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება პროცესები. უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკო-ს მხრიდან არჩევნების შედეგები, შემდეგ თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, თვის ბოლომდეც შეიძლება მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და მათ მხარეს არის საზოგადოების, პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ესაა. მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....