„13 ნოემბერს, 12:30 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიმართემა ქალების საპროტესტო აქცია – ,,დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!”.
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს საარჩევნო ხმები, მოპარეს ევროპული მომავალი.
ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების იძულებითი ემიგრაციის უდიდეს საფრთხეს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ქვეყანა არ დაიცალოს საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისგან!
ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი გმირების ხსოვნის შებღალვას და მტრისთვის დაჩოქებას!
არჩევნები გაყალბებულია! ხმები მოპარულია! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” – აცხადებენ ორგანიზატორები.