ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტის შემდეგ დახურული აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს. აეროპორტის შენობის შესასვლელში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. პოლიცია ყველა მგზავრისა და ბარგის შემოწმებას გეგმავს.
ცნობისთვის, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და “მაალბეკის” მეტროსთან მომხდარ ტერაქტებს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.