ახალი ამბები

“ორი პარასკევი აქვს დარჩენილი… რაღაცნაირად სიამოვნება უნდა მიიღოს იმ ორი თვისგან”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე?

“ორი პარასკევი აქვს დარჩენილი… რაღაცნაირად სიამოვნება უნდა მიიღოს იმ ორი თვისგან, რომელიც აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან”, – განცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხვალ, ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ ვიზიტთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და პრინციპში საზოგადოებამ გააკეთა ეს, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით. შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,” – ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....