როგორია საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამ ეტაპზე, რას ეტყოდა ქართველ ხალხს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია პრემიერ კობახიძესთან, რომელიც ბუდაპეშტში იმყოფება და ევროპის პოლიტიკურ სამიტზე საერთო ფოტოს გადაღების დროს პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით იდგა – ამ საკითხებზე უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა.
“საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი და მართლაც მრავალი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გვქონდა და გვექნება. ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი. დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია…
ქართველები ძალიან კარგი ხალხია, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით. თქვენ გაიმარჯვებთ.” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
წყარო: mtavari.tv