პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სერგეი ლავროვის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება.
“მოძალადე შემოგივარდა, გამოგაგდო, ცოლი გაგიუპატიურა, დღემდე შენ სახლში ცხოვრობს და მასზე ძალადობს.
ახლა გეუბნება – გეყოფათ ერთმანეთთან ჩხუბი, მოდით ახლა მე შეგარიგებთ… შენც “გამოგიყენებ” და ვიცხოვროთ ასე ბედნიერადო…
ჰოდა, ვიღაც შემოჩენილი თავში მუდმივად გიკაკუნებს – “შენი ბრალი იყო ყველაფერი”, უნდა დათანხმდე, ასე აჯობებსო…
#რუსეთიგვარიგებს” – ვკითხულობთ გია ხუხაშვილის ფეისბუქპოსტში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი მზადაა “საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შეარიგოს”:
“საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ – “ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება” და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან … ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან”- განაცხადა ლავროვმა.