მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

🎥ხმაურია ვაკე-საბურთალოს საუბნო საოლქო კომისიასთან – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ვაკე-საბურთალოს საუბნო საოლქო კომისიასთან, სადაც კომისიის წევრები დასკვნით სხდომას მართავენ და შემაჯამებელი ოქმი უნდა დაიწეროს, ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

სამართალდამცველები შენობაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს არ უშვებენ.

“ჩვეულებრივი ცირკია შიგნით. შევედი, მაგრამ მალევე გამოგვაძევეს. განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვთ. მიზეზი და არგუმენტი არ არსებობს”, – განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ცოტნე მირცხულავამ.

იტვირთბა....