ახალი ამბები მთავარი

კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მთიან ყარაბაღში სომხური მხარის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. შექმნილი ვითარების გამო სომხეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულია 50–მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

ვლადიმერ პუტინი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეგიონში შექმნილ ვითარებას მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე, ეუთოს მინსკის ჯგუფიც განიხილავს.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ამის შესახებ რადიო “თავისუფლება” წერს.

როგორც სომხური მხარე ახადებს, კონფლიქტის ზონაში 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ყველაზე მეტად ვითარება სწორედ ახლა დაიძაბა. სომხური მხარე აშშ-ის, რუსეთს და საფრანგეთს მოუწოდებს შუამავლობისკენ.

“სომხეთი მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები ვითარების სტაბილურობისთვის”, – განაცადა სომხეთის პრემიერმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა.

 

იტვირთბა....