მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის ზონაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა ბაქოში ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ და სომხეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სომხეთმა ზავი დაარღვია და აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 127–ჯერ გახსნა. ოფიციალური ერევანი კი შეტევის დაწყებაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს.
rustavi2