ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.
ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები.
ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კარლოს მაზონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტიქიის გამო სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
სტიქიური მოვლენების გამო ესპანეთის რვა რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალი „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.