ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც პრინციპული პოზიცია აქვს არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებს, რათა საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
“არჩევნები მოიპარა და გააყალბა რუსეთმა, სპეცსამსახურების დახმარებით და საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით. მსგავსი პრეცედენტები არის ახალი. ჩვენ ვუპირისპირდებით არა მარტო “ქართულ ოცნებას”, არამედ ამ ტენდენციასაც. ოპოზიცია ახლა აგროვებს მტკიცებულებებს, ვთანამშრომლობთ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ – გამოძიებისთვის, პრეზიდენტი ინფორმირებულია, ეს რუსეთის ახალი სიტყვაა, რითაც ის ინარჩუნებს მარიონეტ მთავრობებს, შესაბამისად ჩვენ მას სერიოზული, კომპეტენტური მტკიცებულებებით უნდა დავუპირისპირდეთ”,- განაცხადა ანა დილიძემ.