არჩევნები ახალი ამბები მთავარი

შეძლებს თუ არა ოპოზიცია სიების ჩახსნას პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე – პოლიტოლოგი “მეტრონომთან”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია და მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეპუტატი მანდატის მოხსნას მოითხოვს, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი”  პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

– შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები პარლამენტის პირველ სხდომამდე სიებს ვერ ჩახსნიან – რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ის, რაც პაპუაშვილმა განაცხადა, კანონით არის გათვალისწინებული. მანამ, სანამ არ მოხდება პარლამენტის ლეგიტიმაცია და ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გამოაქვეყნებს საბოლოო დასკვნას, რაიმე ცვლილების შეტანა, თუნდაც სიების მოხსნა და დეპუტატების მხრიდან უარის თქმა არის უკანონო, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხერხდება.

– როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ოპოზიცია?

ოპოზიცია უნდა დაელოდოს ვადის გასვლას. პარლამენტის ლეგიტიმაციის შემდეგ, რომელსაც სჭირდება 76 მანდატი და რაც ხელისუფლებას აქვს, შეიძლება ვინმემ უარი განაცხადოს შესვლაზე ან სიები ჩაეხსნას. ეს ნორმა არის იმისთვის , რომ არ მოხდეს ცალკეულ პირებზე ზეწოლა ხელისუფლების ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, რომ ვინმემ უარი თქვას სიაში ყოფნაზე ან სია საერთოდ მოიხსნას იმის გამო, რომ არ ეყოლება კანდიდატების შესაბამისი რაოდენობა წარდგენილი. ფაქტობრივად, ეს მიღებულია იმისთვის, რომ როგორც კი სიების რეგისტრაცია მოხდება, რეგისტრირებული სიები იყოს დაცული ზეწოლისაგან.

-რა პოლიტიკური შედეგები შესაძლოა, მოჰყვეს პარლამენტში არშესვლას?

დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ოპოზიცია, როგორი იქნება ტაქტიკა. სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას და ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება – შედიხარ, თუ არა პარლამენტში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით არის ამომრჩევლის ემოციებზე თამაში.

“სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი ჩახ­სნა არ შე­იძ­ლე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მამ­დე ვე­რა­ფერს ვე­რა­ვინ ჩახ­სნის, ეს ერთი. მე­ო­რე, პირ­ვე­ლი სხდო­მის შემ­დეგ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია ჩახ­სნას მხო­ლოდ ის სია, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტე­ბის მიღ­მა სიაა, ანუ ის, ვინც ვერ მოხ­ვდა, ის სია შე­უძ­ლია პარ­ტი­ას ჩახ­სნას, თუმ­ცა, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტა­ტე­ბი გახ­დნენ, იმას პარ­ტია თითს ვერ და­ა­დებს და ვერ ჩახ­სნის. მე­სა­მე, თუკი, დე­პუ­ტა­ტი მან­და­ტის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს, აქაც თა­ვად პარ­ლა­მენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს 2020-21 წლებ­ში, კი­დევ ამის ახ­სნა რომ სა­ჭი­როა, ცალ­კე ამ­ბა­ვია, მაგ­რამ მა­ინც გა­ვი­მე­ო­რებ, 2020 წელს, რაც მოხ­და – სი­ე­ბი ჩავ­ხსე­ნი­თო, თქვეს, რაც ტყუ­ი­ლი იყო, პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვცა­ნით, მერე თქვეს, არ გვინ­და, შეგ­ვი­წყვი­ტე­თო, ვუ­თხა­რით ვი­ფიქ­რებ­თო და მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, ბო­ლოს ყვე­ლა შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მად­ლო­ბებს გვიხ­დიდ­ნენ, რომ არ ჩავ­ხსე­ნით. აქვე, სა­ჯა­რო­დაც ნათ­ქვა­მი იყო თუ არა, არ ვიცი, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, კა­ნო­ნი შეგ­ვეც­ვა­ლა, სი­ე­ბი რომ ჰქონ­დათ ჩახ­სნი­ლი, დე­პუ­ტა­ტი ვინც არ იყო და უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო, ის რომ აღგ­ვედ­გი­ნა, სხვე­ბი რომ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, რომ ეს გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ამას აკე­თებ­დნენ სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ზურგს უკან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისე უნ­დო­დათ პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

 

ავტორი: თაკო ჭიკაძე

იტვირთბა....