არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისთვის”-ლინ ჯიანი

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლინ ჯიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.

იტვირთბა....