არჩევნები ახალი ამბები მთავარი

„ეს კინო 2020-2021 წლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე ნა­ნა­ხი აქვს“ – პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებას პასუხობს და მოსახლეობას მიმართავს

“ძვირ­ფა­სო ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩევ­ლე­ბო, იცო­დეთ, რომ ტყუ­ი­ლია, თით­ქოს, რამე [სი­ე­ბი] ჩახ­სნეს, ან რამე შე­უძ­ლი­ათ ახლა ჩახ­სნან, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, ეს არის თქვენს ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­ში, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „ეს კინო 2020-2021 წლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე ნა­ნა­ხი აქვს“.

“სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი ჩახ­სნა არ შე­იძ­ლე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მამ­დე ვე­რა­ფერს ვე­რა­ვინ ჩახ­სნის, ეს ერთი. მე­ო­რე, პირ­ვე­ლი სხდო­მის შემ­დეგ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია ჩახ­სნას მხო­ლოდ ის სია, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტე­ბის მიღ­მა სიაა, ანუ ის, ვინც ვერ მოხ­ვდა, ის სია შე­უძ­ლია პარ­ტი­ას ჩახ­სნას, თუმ­ცა, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტა­ტე­ბი გახ­დნენ, იმას პარ­ტია თითს ვერ და­ა­დებს და ვერ ჩახ­სნის. მე­სა­მე, თუკი, დე­პუ­ტა­ტი მან­და­ტის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს, აქაც თა­ვად პარ­ლა­მენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს 2020-21 წლებ­ში, კი­დევ ამის ახ­სნა რომ სა­ჭი­როა, ცალ­კე ამ­ბა­ვია, მაგ­რამ მა­ინც გა­ვი­მე­ო­რებ, 2020 წელს, რაც მოხ­და – სი­ე­ბი ჩავ­ხსე­ნი­თო, თქვეს, რაც ტყუ­ი­ლი იყო, პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვცა­ნით, მერე თქვეს, არ გვინ­და, შეგ­ვი­წყვი­ტე­თო, ვუ­თხა­რით ვი­ფიქ­რებ­თო და მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, ბო­ლოს ყვე­ლა შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მად­ლო­ბებს გვიხ­დიდ­ნენ, რომ არ ჩავ­ხსე­ნით. აქვე, სა­ჯა­რო­დაც ნათ­ქვა­მი იყო თუ არა, არ ვიცი, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, კა­ნო­ნი შეგ­ვეც­ვა­ლა, სი­ე­ბი რომ ჰქონ­დათ ჩახ­სნი­ლი, დე­პუ­ტა­ტი ვინც არ იყო და უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო, ის რომ აღგ­ვედ­გი­ნა, სხვე­ბი რომ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, რომ ეს გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ამას აკე­თებ­დნენ სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ზურგს უკან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისე უნ­დო­დათ პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

იტვირთბა....