არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული“ – ნატო

ნატოს პრესპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული“.

ნატოს სპიკერის განცხადებით „სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის“.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება”, – აცხადებს ნატოს სპიკერი რომლის თანახმადაც ნატო კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის.

„ნატო კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველო ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები”.

იტვირთბა....