ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„ჩვენ შულერს დავუჯექით სათამაშოდ და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

ახლა დროა მაგიდა ავუყირავოთ მას.

ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე,საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.

ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად-არ დაგნებდებით!

არ წაგართმევინებთ სამშობლოს!

არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად!

არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!

საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომელთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!

ჩვენს ქვეყანას ისევ სჭირდება გმირობა და თავდადება,

ძალა ერთობაშია!

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.

არათუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხავთ მოძალადე რეჟიმს!“ , – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას გამართავენ, რომლითაც არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ 19 საათზე დღეს ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს გააპროტესტებენ. აქცია გუშინ პრეზიდენტმა დააანონსა და მას უერთდებიან ქარტიის ხელმომწერი 4 მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების წევრები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ “ოცნებამ” არჩევნები მოიპარა.

იტვირთბა....