სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური განცხადება გააკეთა, პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ თითოეულმა ქართველმა საკუთარი ხმა უნდა დაიცვას.
“ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი. მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს.” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ხვალ, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება დაიცვას და გაყალბებული არჩევნები დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. სალომე ზურაბიშვილთან მივიდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძეც. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და გიორგი ვაშაძე. გიორგი გახარია აუდიენციაზე არ იმყოფება, მაგრამ მას ესწრება „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი.