საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დარღვევების შესახებ ცნობები დიდ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება.
“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს“ – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე.