უნგრეთის პრემიერ მინისტრი ტელეკომპანია “იმედის” ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და “ქართულ ოცნებას” უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!”
“იმედის” ეგზიტპოლის მიხედვით, ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო.
საპირისპირო შედეგებს აჩვენებს “მთავარი არხისა” და “ფორმულისთვის” ჩატარებული კვლევები:
- Edison Research: ოპოზიციამ ქართული ოცნება 10%-იანი სხვაობით დაამარცხა
- ქართული ოცნება 42%, 4 ოპოზიციური პარტია 48% – მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები
ამასთან, რადიო თავისუფლების ინფორმაციით ბუდაპეშტიდან და თბილისიდან, ვიქტორ ორბანი უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტს გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ოფიციალური მონაცემები 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე გამოქვეყნდება.