საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება.
“ევროპული საქართველო, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე, 52%-ით იმარჯვებს…საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე… მე ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7%
- კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10.3%
- გახარია – საქართველოსთვის – 8.2%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.3%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 2%
- სხვა პარტიები – 0.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.