არჩევნები ახალი ამბები მთავარი

თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა “ქართული ოცნების” – გიორგი გახარია ცესკოს

თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა ქართული ოცნების – ასე მიმართა საგანგებო ბრიფინგიდან პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ცესკოს თავისი მოვალეობები შეახსენა.

“მინდა მოვუწოდო ცესკოს და მის ხელმძღვანელებს, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტულად, ქართული ოცნების სამსახურში, ეს არ დაგავიწყდეთ. ჩვენი მოქალაქეების არჩევნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი.

თქვენ ახლა, პანიკაში რომ ზიხართ და პარტიული ბოსები რომ არ გაძლევენ შესაძლებლობას, ყოველ 2 საათში მოქალაქეები ჩააყენოთ საქმის კურსში და ინფორმაცია მიაწოდოთ, რა ხდება არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს თქვენი პრობლემაა. გაითვალისწინეთ, რომ ამ პრობლემებზე ლაპარაკის დრო აუცილებლად მოვა”, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....