არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“ნუ შეგვიშლიან ხელს საქმიანობაში” – Edison Research-ის მთავარი მრჩეველი, ნინო ჯაფარიძე

“ცესკოს თავმჯდომარეს მივმართავ პირდაპირ. მისგან გვაქვს წერილი, რომელიც უფლებას აძლევს ჩვენს წარმომადგენლებს ეგზიტპოლი ჩაატარონ, იყვნენ 100 მეტრის ზონის შიგნით, მარკირების ზონის გარეთ.

დილიდანვე სამეგრელოში ჩანდა მიზანმიმართული, აგრესიული დამოკიდებულება ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან Edison-ის ეგზიტპოლის თანამშრომლების მიმართ. არ აძლევენ უფლებას, რომ იდგნენ იქ, სადაც მუშაობის უფლება აქვთ. წვიმაც არის, რაც ძალიან გვიშლის ხელს და როდესაც მარკირების ზონის გარეთ არის ადგილი, ჰოლი მაგალითად, სადაც გადაფარვა არის, სადაც შეიძლება იდგეს ჩვენი წარმომადგენელი და უფრო კომფორტული იყოს, არ აძლევენ უფლებას რომ დადგნენ.

არა მარტო ეს, ეუბნებიან, რომ დადგნენ 100 მეტრის ზონის გარეთ. ეს არა მხოლოდ სამეგრელოში, კახეთშიც ხდება. ყველგან ვგრძნობთ ასეთ მიმართულ, ხელშეშლის პროცესს. როდესაც ვუჩვენებთ წერილს, რომ გვაქვს უფლება, პასუხია, რომ იმეილით არ მოგვსვლია ინსტრუქცია, რომ გავითვალისწინოთ ეს წერილი.

ეს პრობლემა მარტივად რომ გადაიჭრას, ცესკო უნდა დაუკავშირდეს წარმომადგენლებს და გააფრთხილონ, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა – ნუ შეგვიშლიან ხელს საქმიანობაში.” – Edison Research-ის მთავარი მრჩეველი, ნინო ჯაფარიძე ცესკოზე

იტვირთბა....