ახალი ამბები მთავარი

დონეცკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართველ მოხალისე დაუსწრებლად დააპატიმრა

თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმობა მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს:

“სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კინოიანს დაუსწრებლად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა”.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით გიორგი კინოიანი უკრაინაში 2022 წლის მარტში გაემგზავრა და ქართული ლეგიონის რიგებში ჩაეწერა.

გარდა ამისა რუსეთის პროკურატურა ამბობს, რომ კინოიანმა “რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საბრძოლო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა რისთვისაც 155 000 რუბლის ექვივალენტი ანაზღაურება მიიღო”.

დაუსწრებლად ძებნილად გამოცხადება, დაკავება, გასამართლება და განაჩენის გამოტანა რუსეთში მიღებული პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული რეალურად დაკავებული არ არის და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში იმყოფება.

იტვირთბა....