ისრაელში ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანი ვერ იხსნება – ინფორმაციას იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი ავრცელებს, რომელმაც არსებული პრობლემების შესახებ ცესკოს გუშინაც მიმართა, თუმცა როგორც ირკვევა, ერთადერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების პრობლემა ვერ მოგვარდა:
“ცუდი ამბავი მაქვს, ისევ. ესეც ჩვენი, ისრაელში, ერთადერთი საარჩევნო უბნის ამბის გაგრძელება.
მოკლედ, ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრი, ცოტა ხნის წინ, ისე შეუცვლიათ რო ამაზე ცესკოს არ შეატყობინეს, შესაბამისად, არც ცესკოს სიაში განუახლებიათ. ამ ახალ ადამიანს, 2 კვირის წინ, კომისიის წევრობაზე უარი უთქვამს. არ მოდის.
ცესკოს საიტზე და მონაცემებში, წესით, წევრების საკმარისი რაოდენობაა, მაგრამ რეალობაში კი მხოლოდ 6 წევრი გვყავს, შესაბამისად, ამ ეტაპზე – უბანი ვერ იხსნება. თავად კომისიის წევრები – ყველაზე მეტად არიან გაბრაზებულები!
ეს არის წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული საბოტაჟი! უბნის და ქვეყნის მომავლის საბოტაჟი!” წერს შაყულაშვილი.