ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეშფოთებულები ვართ საქართველოში გავრცელებული ცრუ ნარატივებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ” – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა და კვლავ მოუწოდებენ მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი კურსი და რიტორიკა EU-ის მიმართ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასე უპასუხა “ფორმულას” კითხვას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხებოდა.

გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი და რიტორიკა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ საქართველოში გავრცელებული ცრუ ნარატივებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ფარგლები და სიღრმე, ისევე როგორც საქართველოს გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა. მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, რათა ქართველებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი”, – უთხრეს “ფორმულას” სამინისტროში.

იტვირთბა....