დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება. ბრიუსელში , 2 დღიანი სხდომის მთავარი თემა უკრაინა იქნება. საბჭოს წევრები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან “გამარჯვების გეგმას” მოისმენენ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ, რათა შეიქმნას კონსენსუსი სამშვიდობო ინიციატივის ირგვლივ.
სხდომაზე რამდენიმე პოლიტიკურ საკითხი იქნება განხილული, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ოცნების ხელისუფლების მისამართით ევროპული საბჭოდანაც მწვავე გზავნილები იქნება და გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთერთი ბოლო გაფრთხილება.