არჩევნები ახალი ამბები მთავარი

რა შემთხვევაში ჩაითვლება ბიულეტენი ბათილად? – ცესკოს განკარგულება და ხმის მიცემის წესი

ცესკოს ახალი განკარგულების მიხედვით, არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დადგინდა და დეტალურად განიმარტა მისი შევსებისა და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები.

წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

ბათილი იქნება ბიულეტენი თუ:

გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე;
არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
“ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.” – წერია განკარგულებაში

იტვირთბა....