ახალი ამბები მსოფლიო

Reuters: ჰაიტიში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 70 ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 70 ადამიანი ემსხვერპლა, 6000-ზე მეტი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ჯგუფები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “გრან გრიფის” ბანდის ლიდერმა, ლუქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი პასიურები იყვნენ, მაშინ, როდესაც პოლიციელები მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდნენ.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, თავდასხმის გამო  6270-მა ადამიანმა დატოვა სახლი. მათი უმეტესობა ახლომდებარე ქალაქებში ოჯახებს აფარებენ თავს, დანარჩენები კი იმპროვიზებულ ბანაკებში რჩებიან.

“ეს საშინელი დანაშაული დაუცველი ქალების, კაცების და ბავშვების წინააღმდეგ არის არა მხოლოდ თავდასხმა დაზარალებულებზე, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა გარი კონილმა.

ჰაიტის ეროვნული პოლიციის სპიკერის განცხადებით, ამ დროისთვის, სიტუაციას უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ. უფლებადამცველი ორგანიზაცია RNDDH-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, ვინაიდან თავდასხმის დროს მთლიანი ოჯახები განადგურდნენ.

იტვირთბა....