მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, სანქციების თავიდან ასარიდებლად, FBI-თან გარიგებას ქართველი პოლიციელის დახმარებით ცდილობდა – ჩეხური მედია

პუტინთან დაახლოებული უმდიდრესი ბიზნესმენი, მიხეილ გუცერიევი, სანქციების თავიდან ასარიდებლად, FBI-თან გარიგებას ქართველი პოლიციელის დახმარებით ცდილობდა. ამის შესახებ ჩეხურმა მედიამ ჟურნალისტური გამოძიება, საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა.

გამოძიებიდან დგინდება, რომ რუსი ბიზნესმენი FBI-ის პუტინისა და ლუკაშენკოს გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნას და საკუთარი ბიზნესის ხელშეუხებლობას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ FBI-ისა და რუსი ოლიგარქის შეხვედრა რომელიც 2022 წელს შედგა, ეროვნებით ქართველმა პოლიციელმა დააორგანიზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრაღაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში (NCOZ) მუშაობდა.

მედიის ცნობით, ქართველი ბოლოს ორმაგი აგენტი აღმოჩნდა. მისი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მხოლოდ ინიციალებია ცნობილი – ლ. გ.

იტვირთბა....