მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართველ მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ. როგორც რუსული მედია წერს, “საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე”.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ბურდული “ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენებაში”

როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება.

იტვირთბა....