არჩევნები ახალი ამბები მთავარი

საქართელოში ამოქმედდა ახალი ელექტრონული საშუალება – საარჩევნო კომპასი საქართველო 2024

საქართელოში ამოქმედდა ახალი ელექტრონული საშუალება – საარჩევნო კომპასი საქართველო 2024, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან.

საარჩევნო კომპასი საქართველო არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება – აპლიკაცია ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდა [ბმულზე – geocompass.ge]. ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას მოიცავს და ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ემსახურება.

აპლიკაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართელოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი მარსელ როთიგი.

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

იტვირთბა....