აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“იმედია, არჩევნების მერე სწრაფად ვიმუშავებთ, რომ დაიწყოს EU-ში გაწევრების პროცესი”- პაველ ჰერჩინსკი

“დიდი მწუხარებით მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ივნისში 27-მა ევროპელმა ლიდერმა გადაწყვიტა შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი – ეს იყო რეაქცია, იმ რამდენიმე რთულ და პრობლემურ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში მოხდა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებასთან, რათა ხელახლა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დრო გაიფლანგა, გაწევრების პროცესი შეჩერდა – ეს ხდება მაშინ, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ. ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს გამოიყენონ საკუთარი უფლება და ხმა მისცენ. ევროკავშირმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან, რომელსაც 26 ოქტომბერს აირჩევენ. გასაგებად ვთქვით, რომ ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის, გელოდებით – ნუ დავკარგავთ დროს”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ

იტვირთბა....