ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში წერს: “მოკლედ ერთად დავწერ მნიშნველოვან დეტალებს პაპიძის საქმედან , რასაც დაცვის მხარე ამბობს:
1, მაგდა რომ მოსაძებნად გავიდა ვერცხლისფერი მერსედესი გაყვა და გაჩერდა ურნასთან სადაც ის სისხლიანი ნივთები იპოვეს.
2, დანათებით არ დადგინდა რომ სისხლის კვალი ომარის ეკუთვნოდა და იმ ღამეს იყო დაღვრილი, რადგანაც ნებისმიერი დროის გასვლის შემეგ შეუძლია დანათებას აღმოაჩინოს კვალი , ანუ თუ წარსულშიც იყო დაღვრილი და ლია ამბობს რომ ომარის ავარიის შემდეგ ზუსტად ცხვირიდან წასკლდა სისხლი და სასწრაფოც კი გმაოიძახეს.
3, ამონცობისას ურო უნდა წარედგინათ სხვა მსგავს ამოსაცნობ ნივთან ერთად გამყიდველითვის და აჩვენეს მხოლოდ ის ურო რაც დარღვევა იყო 131 მუხლის, ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინათ არა ნაკლებ სხვა 2 ერთგვაროვან საგანთან ერთად.
4, ომარი სადაც მოკლეს იმ კედელზე არ იყო სისხლის კვალი პირველადი დათვალიერების შედეგად და მხოლოდ განმეორებითი დათვარიელების შემდეგ იპოვეს.
5, დივანი სადაც ომარი მოკლეს არ არის სისხლიანი.
6, მაგდას კპზში გადაყვანის შედეგად რომ ცემეს მაგ საქმეზე რეალურად გამოძიება არ მიმდინარეობსო და დასჯილი არავინაა.
7, ბავშვის ტანსაცმელზე ამბობენ რომ თოკოსი არ იყო რადგანაც უფრო დიდი ზომის ტანსაცმელი იყო რომელიც 10-12 წლის ბავშვს მოერგებოდა.
8, სისხლის კვალი არ არის ოთახში აღმოჩნელი გარდა იმ 2 წვეთისა რომელიც მაგდამ გარედან შეიტანა როცა გასაღების ძებნა დაიწყოვო.
9, სისხლის კვალი რატომ არ იწყება ტახტიდან თუ არის იქ მოკლული და გათრეულიო.
10, იმ ღამის შემთხვევის ადგილის დათვარიელების მიხედვით არ არის აღწერილი უროზე სისხლის კვალი.
11, დივანი სადაც ომარი მოკლეს მის შიგნით რაც იდო არც ის ნივთებია სისხლიანი და თავად გამომძიებლები ისხდნენ იმ ღამეს იმ დივანზეო.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვა, სადაც დაცვის და ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლომ როგორც დაცვის, ასევე ბრლადების მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებები ბათილად ცნო. მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მათი შერჩევა 7 აპრილს დაიწყება.