ახალი ამბები მედია მსოფლიო

მეთიუ პერის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ექიმი დანაშაულს აღიარებს

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 2023 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა. დადგინდა, რომ მსახიობი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად დაიღუპა. დასკვნაში სიკვდილის ხელშემწყობ ფაქტორებად წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი დასახელდა.

მსახიობი ბოლო 19 თვის განმავლობაში არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებას არ მოიხმარდა. მან სიკვდილამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დეპრესიის კეტამინით მკურნალობა დაიწყო, რაც კვლევებით დადასტურებული ეფექტური მეთოდია.

საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ექიმი დანაშაულს აღიარებს. როგორც ექიმ მარკ ჩავესის ადვოკატი სასამართლოში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი “წარმოუდგენლად ნანობს” იმ წვლილის, რაც მსახიობის სიკვდილში მიუძღვის.

ფედერალური პროკურორების თქმითაც, ჩავესმა დანაშაული აღიარა და ხელი საპროცესო შეთანხმებას მოაწერა. ის ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში ის პარასკევს შუადღისას გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავესი ერთ-ერთია იმ ხუთი ადამიანიდან, ვინც მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დააკავეს.

იტვირთბა....