1 ოქტომბრის საღამოს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები ხმას ისმის მთელ ისრაელში, მას შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების (“ცაჰალის”) განცხადებით ირანმა ბალისტიკური სარაკეტო შეტევა დაიწყო.
ისრაელის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები “ფხიზლად უნდა დარჩნენ და ზუსტად დაიცვან სარდლობის მითითებები… ცაჰალი აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ისრაელის სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობა”.
ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.