ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
ამასთან, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.
ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.
ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. თელ ავივში რამდენიმე ადგილას რაკეტების ნაწილებისა ან რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ვრცელდება ცნობები.
ვიდეო იხილეთ აქ