“ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მკვლელობაზე” – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა „ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ასობით ამერიკელისა და ათობით ფრანგის მკვლელობაზე.“
“ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც „ჰეზბოლას“ წავართვით. ამიტომაც გავეცი დირექტივა – და ნასრალა ჩვენთან აღარ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.