ახალი ამბები მთავარი

“რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს” – ლავროვი

რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ, სამართლიანად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ „სურთ ისტორიული შერიგება“. თუმცა, რა სახით, რა ფორმით შეიძლება, მოხდეს ეს შერიგება – ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....