ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სია წარადგინა

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სია წარადგინა. სიის ათეულში არიან – გენო თებიძე; ვაჟა დარჩია; როლანდ შავაძე; ბესიკ შაინიაძე; რაულ პაკსაძე; აზა გაბუნია; დავით მამულაძე; ივანე გოგოლაშვილი; ნათია ხარატი და ჯამბულ შარაბიძე.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიზანია, რუსული ხელისუფლების დამარცხება საქართველოში, რომლის მიზანია, საქართველოში ძალიან სწრაფად იმ საქმეების კეთება, რომელიც მოიცავს 200 000 სამუშაო ადგილს, 1000-ლარიან პენსიას, რუსული გავლენის შემცირებას, რაც ყველზე მთავარია, ჩვენს სწრაფ ინტეგრირებას ევროკავშირში და ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მისცემენ ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობას.

ბათუმი და აჭარა არის ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი, რადგან აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს. ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ ძალიან ცუდ საქმეებს. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ახალი, ჯანსაღი, პროფესიონალი ადამიანებით უნდა ჩანაცვლდეს ხელისუფლება, იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, არასდროს ყოფილან ხელისუფლებაში, არ აქვთ ის 20-წლიანი ძველი ცუდი გამოცდილება, ამიტომ მართლაც ამაყი ვარ, რომ მე დღეს წარვადგენ ამ არაჩვეულებრივ გუნდს“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....