ახალი ამბები

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“ნაცმოძრაობას გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია. როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს ამის საზოგადოებისთვის შეხსენება. თუმცა, ზოგიერთი ამ ბანერს იყენებს საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ 4 ნომერი (ანუ კოალიცია ცვლილებისთვის) არაა სააკაშვილის პარტია. მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე ნაცმოძრაობის წევრები თუ მომხრეები:

ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია (როგორც თვითონ უკეთებენ ფორმულირებას), ჩვენ, ნომერი 4, ნამდვილად არა და საკმაო ძალისხმევასაც ვხარჯავთ, რომ ადამიანებმა ეს კარგად გაიგონ.ნამდვილად არაა ჩვენი საპარლამენტო სია ვინმესი, ის ჩვენია, კოალიციაში შემავალი გუნდების. ნამდვილად არ დგას ჩვენს უკან არც ერთი და არც 3 გავლენის ცენტრი და არც ანბანურად დალაგებული უსახურთა გვარდია.

თუ ვინმეს სააკაშვილის პარტიის ხალხი აინტერესებს, შეუძლია გადახედოს 5 ნომერს და მის პარტიულ სიას.ვინც გააფერადებთ 4იანს, ხმას აძლევთ კოალიციას ცვლილებისთვის და შესაბამისად ქვეყანაში ცვლილებას, და არა ივანიშვილის ჩანაცვლების სურვილს. სიახლე იწყება მათ შორის პარტიულ სიაში, ჩვენ ამის გვჯერა, ჩვენ ასე ვამბობთ და ჩვენ ასე ვმოქმედებთ. წარმატებები ყველას!” – წერს გვარამია.

იტვირთბა....