ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა,  ხელი მოეწეროს ამნისტიის კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

“საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”. – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....