აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

გორელი ბიზნესმენი, ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გამოიტანა. იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ და ამ ბრალდებით ის გორში, პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ჩასვლის დღეს დააკავეს და 2 ღამით იზოლატორის გამოკეტეს.

სასამართლომ ბიზნესმენს 2 დღიანი პატიმრიბა შეუფარდა. იმის გამო რომ მან იზოლატორში 2 ღამე უკვე გაატარა სასჯელი მოხდილად ეთვლება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბიზნესმენს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგომა არ გაუწევია და საკუთარ რესტორანში მისვლას, პროდუქტების მიტანის მიზნით ცდილობდა. ბაბაევის თქმით, მისი დაკავების ბრძანება ოლიგარქის სიმშვიდისთვის პირადად შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, ვალერიან თელიამ გასცა.

იტვირთბა....