დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა თავადვე განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დღეს „ტრამპ თაუერში“ გაიმართება.
“როგორც იცით, ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი ჩემთან შეხვედრის და მე მას შევხვდები ხვალ დილით, 09:45 საათზე ტრამპ თაუერში.”
“სამარცხვინოა , რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ბევრი მოკლული და განადგურებული ადგილები. ეს საშინელებაა”-განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე
ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს არ ეთანხმება, მაგრამ სჯერა, რომ ზელენსკისა და პუტინს შორის შეთანხმების მიღწევას შეძლებს.