აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, ეს სრული უპასუხისმგებლობაა.
„ეს სრული უპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა“, – განაცხადა ბლინკენმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აზრით, აუცილებელია განცხადების გაკეთება ასეთი ბირთვული რიტორიკის დაუშვებლობის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიუ იორკში მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეა, სადაც, მათ შორის, ბირთვული განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შემდგომი აუცილებლობა განიხილება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.