სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 64.6 კაცი შეადგინა.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმ-ზე 2 495.9 ადამიანი ცხოვრობს.
თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარა – 125.2 ადამიანი; შიდა ქართლი 71.2 და იმერეთი 68.9.
ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე 5.7 ადამიანი ცხოვრობს.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.