ერეკლე ნოღაიდელი სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ამას წერდა კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში.
,,მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას ! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან !! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს“
ვინმემ ყური შეიბერტყა?! რომელიმე ორგანომ რამე გააკეთა?!”–
ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, ის დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია.
“ამბობენ, რომ სწორედ ეს “სთორი” შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი” – ამბობს წყარო
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.