ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს” – მამუკა ხაზარაძე

“გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს” – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მათთან [„ძლიერი საქართველოს“ წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი. რასაც მინდა, მივაღწიო არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა-წონა აქვს, გამოიყურება ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის და იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

კონსულტაციები გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია და როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა, შევხვდებით“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....