ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ ივანიშვილის განცხადებას ამჯერად ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

“ჩვენ ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო – ასე ეხმაურება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ქართული მხარისგან “დოკუმენტირებულ უარს” ითხოვს “რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე”

“”სამხრეთ ოსეთის განვითარების პოლიტიკური ვექტორი ისტორიულად შეგნებული არჩევანია, რომელიც განპირობებულია რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით, რომელიც არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....